საგარანტიო პირობები
შპს „მატექს ჯორჯია“ (ს/კ: 200157169)
VESTEL-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.
მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #154, მე-3 სართული
ელ.ფოსტის მისამართი: customersupport@mateks.ge
ტელეფონის ნომრები: 0322 61 40 55
შპს „მატექს ჯორჯია“-ში შეძენილ ნივთებზე ვრცელდება კანონისმიერი გარანტია, ამასთან გარკვეული სახის ნივთებზე კანონისმიერ გარანტიასთან ერთად დამატებით ვრცელდება კომერიული გარანტია. გარანტიის მოქმედების ვადა იწყება მომხმარებლის მიერ ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნივთის შეძენის თარიღიდან და მოქმედებს კანონისმიერი და კომერციული გარანტიით დადგენილი პერიოდის მანძილზე. კანონისმიერი და კომერციული გარანტიის ვადის გასვლის შემდგომ ტექნიკის შეკეთება (ნაწილის შეცვლა და ტექნიკოსის მომსახურება) იქნება ფასიანი;
კანონისმიერი გარანტიის პირობები:
მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს კანონისმიერი გარანტიით და შემდეგი უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა:
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
- ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
- ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
- გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა“.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
ვესტელის კომერციული საგარანტიო პირობები:
- საქონლის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში მოქმედებს კანონისმიერი გარანტია, კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონისმიერი გარანტიის პირობებს.
- გარანტიის მოქმედების ვადა იწყება მომხმარებლის მიერ ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნივთის შეძენის თარიღიდან და მოქმედებს კანონისმიერი და კომერციული გარანტიით დადგენილი პერიოდის მანძილზე. კანონისმიერი და კომერციული გარანტიის ვადის გასვლის შემდგომ ტექნიკის შეკეთება (ნაწილის შეცვლა და ტექნიკოსის მომსახურება) იქნება ფასიანი;
- სერვის ცენტრის ცრუ გამოძახება ითვლება ფასიან მომსახურებად და ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ. ცრუ გამოძახებად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც გამოძახების შედეგადად არ დადგინდება პროდუქციის ნაკლი/წუნი. ცრუ გამოძახების საფასური ტრანსპორტირების გათვალისწინებით შეადგენს 30 ლარს;
- Finlux-ის ბრენდის ტექნიკაზე (ნებისმიერი სახის მსხვილი და წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა მათ შორის მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა, ჩასაშენებელი ტექნიკა, წვრილმანი ტექნიკა და სხვა) მოქმედებს მხოლოდ კანონისმიერი ორ წლიანი გარანტია. ამასთან, სხვა ნებისიერი ბრენდების წვრილმან ტექნიკაზე, ჩასაშენებელ ტექნიკასა და ტელევიზორებზე მოქმედებს მხოლოდ კანონისმიერი ორ წლიანი გარანტია.
- ვესტელის ბრენდის მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე (მაცივარი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კონდინციონერი, ცალკე მდგომი გაზ-ქურა) მოქმედებს ხუთ წლიანი გარანტია, რომლიდანაც 3 წელი წარმოადგენს ძირითად საგარანტიო ვადას, ხოლო 2 წელი წარმოადგენს დამატებით საგარანტიო ვადას. ძირითადი საგარანტიო ვადის (სამი წელი) განმავლობაში გარანტია მოიცავს სრულ და უფასო მომსახურეობას, ხოლო დამატებითი საგარანტიო ვადის (ორი წელი) განმავლობაში გარანტია მოიცავს მხოლოდ უფასო ხელოსნის მომსახურებას და ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში „მყიდველი“ მოახდენს მხოლოდ ნაწილის შეძენას. გამყიდველის მხრიდან ბოლო ორ წელზე სხვა სახის გარანტია არ გაიცემა.
- მაცივრის კორპუსზე მოქმედებს 2 (ორი) წლიანი გარანტია, ხოლო მაცივრის დანარჩენ ნაწილებაზე, როგორც მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მოქმედებს ზემოთ მითითებული გარანტია.
კანონისმიერი ან/და კომერციული საგარანტიო მომსახურების მისაღებად სავალდებულოა, გაითვალისწინოთ:
- დაზიანებული ნივთი იყოს წარმოდგენილი პირვანდელი სახით. ნივთის შეცვლისას თუ მომხმარებლმა ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენელს ნივთი არ გადასცა სრული კომპლექტაციით შეიცვლება მხოლოდ ნივთის ის ნაწილი, რომელის გადაცემაც მოხდა.
- წუნი არ უნდა იყოს გამოწვეული ნივთის ექსპლოატაციის პირობებისა და თანდართული ინსტრუქციის წესების დარღვევის გამო.
- მომხმარებელმა უნდა წარადგინოს, საგარანტიო საბუთი (კომერციული გარანტიის შემთხვევაში) და აგრეთვე სასაქონლო ზედნადები ან შეძენის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (კომერციული და კანონისმიერი გარანტიის შემთხვევაში).
- ნივთის შეცვლისას იგი იცვლება იგივე ნივთში. კომპანიას უფლება აქვს ნივთი შეცვალოს შესყიდული ნივთის განახლებული ვერსიით. იგივე ნივთის ან მისი განახლებული ვერსიის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ღირებულების ნივთზე (ამ შემთხვევაში ფასთა სხვაობა უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა) გამოცვლა;
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება, უქმდება თუ:
- ამოიწურა ტექნიკის კანონისმიერი და კომერციული საგარანტიო ვადა;
- მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო საბუთს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება;
- საგარანტიო საბუთში წაშლილია ინფორმაცია ან გადაკეთებულია და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
- გაყიდულ ნივთზე მონაცემები წაშლილი, შეცვლილი, გადაკეთებულია, ნივთზე არ იკითხება / ამძვრალია სერიული ნომერი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
- დაზიანება გამოწვეულია პლომბის ან ლუქის მოცილებით;
- წუნი გამოწვეულია ფიზიკური ზემოქმედებით და არასათანადო ექსპლუატაციით;
- დაზიანება გამოწვეულია ჭექა-ქუხილით, უცხო სხეულების და სითხეების შეღწევით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების პირობების დარღვევით;
- დაზიანება გამოწვეულია ცვალებადი, მაღალი ან დაბალი ელ.ენერგიის მიწოდებით;
- წუნი გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით, ან მომხმარებლის ბრალეულობით მექანიზმის დანესტიანებით;
- შპს „მატექს ჯორჯია“_ს მომსახურე სერვის ცენტრის გარდა სხვა გარეშე პირების მიერ ჩატარდა სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები, რამაც გამოიწვია ნივთის დაზიანება;
- კომერციული და კანონისმიერი საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომი მომსახურება ფასიანია. ამ შემთხვევაში მომსახურების ვადები და ღირებულება განისაზღვრება ყოველ ცალკეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად; კომერციული და კანონისმიერი საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ შპს „მატექს ჯორჯია“ იხსნის პასუხიმგებლობას ნივთის შეკეთების სერვისზე იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლის მიერ მოხდება შესაკეთებელი ნაწილის წარმოებიდან ამოღება;
- ვესტელში შეძენილი ტექნიკა იქნა გამოყენებული კომერციული და სამეწარმეო მიზნებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში უფასო საგარანტიო სერვისი ავტომატურად უქმდება, ხოლო ვესტელის ოფიციალური სერვის ცენტრის მომსახურება იქნება ფასიანი.
კომერციული გარანტიის დამატებითი პირობები ნივთის ახლით შეცვლისათის:
- ნივთი უპირობოდ შეიცვლება, როდესაც ნივთის მიღება-ჩაბარების პროცესში მყიდველი აღმოაჩენს ნივთის ვიზუალურ დეფექტს. აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნას კომპანიის წარმომადგენლის მიერ.
- ნივთი უპირობოდ შეიცვლება თუ ნივთის შეძენიდან სამი სამუშაო დღის ვადაში გამოვლენილი იქნება თავდაპირველი ნაკლი/წუნი, რომელიც დადასტურებულია შპს „მატექს ჯორჯია“-ს სერვის ცენტრის დასკვნით (გამოსაცვლელი ნივთი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი პირვანდელი სახით და სრული კომპლექტაციით, ასევე ყუთით;).
თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს შპს ‘მატექს ჯორჯია“- ს სერვის ცენტრს. სერვის ცენტრის ტელეფონის ნომერია: 0322 19 00 00, ხოლო მისამართია: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #126., სერვის ცენტრის სამუშაო საათები განისაზღვრება: კვირაში 6 (ექვსი) დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ.-იდან - 18:00 სთ.-მდე. შაბათი 10:00 სთ.-იდან 13:00 სთ.-მდე.
- მომხმარებლის მიერ ვესტელის ავტორიზებული სერვის ცენტრის წარმომადგენლისათვის ტექნიკის გადაცემიდან ან/და სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ ნივთის ადგილზე დათვალიერებდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში დადგენილი იქნება ტექნიკის ტესტირების შედეგი და მისი შეკეთების სავარაუდო ვადები;
- ტექნიკის შეკეთების ვადა დამოკიდებულია ტექნიკის შეკეთების სირთულეზე, სათადარიგო ნაწილების არსებობა/არ არსებობაზე, მათი ტრანსპორტირების ვადებზე;
- კანონისმიერი ან/და კომერციული გარანტიის პირობებში ნივთი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს მომხმარბლის მიერ ნივთის ავტორიზებულ სერვის წარმომადგენლისათვის გადაცემიდან და/ან სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ ნივთის ადგილზე დათვალიერების მომენტიდან გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთის შეკეთებისათვის საჭიროა სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეძენა ან ნივთის გაგზავნა საზღვარგარეთ მწარმოებლის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, მაშინ შეკეთების ვადა შეადგენს 30 სამუშაო დღეს.
- მომხმარებლის მიერ საქონლის მოვაჭრისათვის გადაცემისას, მან უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ონლაინ შეძენასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობები
- მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს / დისტანციური ხელშეკრულების გაფორმებისას, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე - 14 კალენდარული დღის განმავლობაში და დააბრუნოს შეძენილი ნივთი.
ეს ვადა აითვლება:
ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება მიწოდების ხარჯის გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან; აქედან გამოდინარე, მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს არასტანდარტული მიწოდების ხარჯი და ნივთის დაბრუნების ხარჯები.
- მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- მომხმარებელი ხელშეკრულებაზე უარს ვერ იტყვის და 14 დღის ვადაში უკან ვერ დააბრუნებს საქონელს შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა; გ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
დ) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ე) მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
ვ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ზ) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე;
- მომხმარებელი ვალდებულია ფორმის შევსებისას ხელშეკრულებაზე უარის თქმისთვის წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბ) შეკვეთის თარიღი;
გ) შეკვეთის მიღების თარიღი;
დ) მომხმარებლის სახელი;
ე) მომხმარებლის მისამართი;
ვ) მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
ზ) ფორმის შევსების თარიღი.
- შევსებული ფორმის (რომელიც განთავსებულია შემდეგ ელექტორნულ მისამართზე vestel.ge) მოვაჭრისათვის ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: customersupport@mateks.ge;
- მომხმარებელი ვალდებულია მოვაჭრეს დადგენილ ვადაში, 14 დღეში, გაუგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ.
- ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.
- დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გასწიოს საქონლის დაბრუნების ხარჯი.
- 14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაცო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
- მოვაჭრე ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან მოვაჭრის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
- ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება;
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
- მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში თუკი ნივთი ექვემდებარება დემონტაჟს, მომხმარებელი ვალდებულია თავად, დამოუკიდებლად გაიღოს დემონტაჟის ხარჯები. შპს „მატექს ჯორჯია“ არ ახორციელებს დემონტაჟს, მათ შორის თანხის გადახდის სანაცვლოდ. დემონტაჟისას ნივთის დაზიანების შემთხვევაში შპს „მატექს ჯორჯია“ უფლებამოსილია უარი განაცხადოს ნივთის დაბრუნებაზე.
მოვაჭრის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის განხილვის წესი:
შპს „მატექს ჯორჯია“-ს მხრიდან პრეტენზიის განხილვის წესი განისაზღვრება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შესახებ წერილობითი ინფორმაციის დაფიქსირების შემდგომ. თუკი პრეტენზია ეხება შპს „მატექს ჯორჯიაში“-ს შეძენილ ნივთს, მომხარებელმა უნდა იხელმძღვანელოს კომპანიის კომერციული გარანტიისა და კანონისმიერი განარტიის პირობებით. წერილობითი მიმართვა უნდა განხორციელდეს შემთხვევის დადგომიდან დაუყოვნებლივ, კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის ელექტრონულ ფოსტაზე / ვესტელის სერვის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: customersupport@mateks.ge / tbilisi.servis2@mateks.ge. უკუკავშირს მომხმარებელმა შესაძლოა კომპანიის მხრიდან მიიღოს როგორც წერილობითი ისე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით, პრეტენზიის დაფიქსირებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
საგარანტიო პირობების გასაჩივრება შესაძლებელია კომპანიის მომხმარებელთა მხარდაჭერის ელექტრონულ ფოსტაზე / ვესტელის სერვის ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: customersupport@mateks.ge / tbilisi.servis2@mateks.ge. უკუკავშირი მომხმარებელმა შესაძლოა კომპანიის მხრიდან მიიღოს როგორც წერილობითი ისე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით, საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით პრეტენზიის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში.